ჯანდარას საჯარო სკოლის პირველკლასელთა საზეიმო გაკვეთილი და პირველი ნაბიჯები ანბანის ჯადოსნურ სამყაროში 
17-10-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყეს. 

I კლასის მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე პედაგოგმა იზრუნა და მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა, მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზა და ბავშვები არაერთ აქტივობაში ჩართო.

მოსწავლეებისთვის საზეიმო გაკვეთილი შთამბეჭდავი აღმოჩნდა და მათი დიდი ინტერესი გამოიწვია. 

„I კლასში გაკვეთილი დავიწყეთ „ი“ და „ა“ ასოების გაცნობით, მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს სხვადასხვა აქტივობა: დავწერეთ და  წავიკითხეთ ასოები, გავაფერადეთ ია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203