დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
17-10-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლების ღვაწლსა და მოსწავლეთა განათლებაში ჩადებულ შრომას აფასებენ.
სწორედ ამიტომ, სკოლაში ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე.
ეს დღე სკოლაში გამორჩეულად და შთამბეჭდავად აღინიშნა. მოსწავლეებმა თავიანთ მასწავლებლებს წერილები დაუწერეს და მათთვის ნახატები შექმნეს - ამით პედაგოგთა მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ასევე მე-12 კლასის მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტრადიციულად პედაგოგების ამპლუა მოირგეს და ერთი დღით შეეჭიდნენ ამ საპასუხისმგებლო პროფესიას.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ პროფესიის არსი და მნიშვნელობა.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს