დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა
16-10-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წესების სრული დაცვითა წარიმართა. 

სკოლაში, არჩევნები 13 ოქტომბერს მოეწყო. აღსანიშნავია, რომ არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლოთ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.

ამომრჩეველი იდენტიფიცირების შემდეგ აფიქსირებდა საკუთარ არჩევანს, შემდეგ კი ბიულეტენს საარჩევნო ყუთში ათავსებდა.

ხმების დათვლის შემდეგ, ყველა კლასში ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა გამარჯვებული. 2023-24 სასწავლო წლის მოსწავლეთა თვითმმართველობა დაკომპლექტდა საშუალო და საბაზო საფეხურის ყველა კლასის 3-3 წარმომადგენლით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში წარიმართა.

სკოლაში გამარჯვებულ მოსწვალეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მოუწოდებენ, რომ დაკისრებულ ვალდებულებას სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ. 

„ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ ნაყოფიერ თანამონაწილეობას სკოლის მართვაში“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203