
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ, ამიტომ პედაგოგები მათ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, მასწავლებელმა - მარიამ ვერულიძემ ხელოვნების გაკვეთილი მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა. მან პირველკლასელებს აქტივობა - „ასფალტზე ხატვა“ შესთავაზა, რამაც ბავშვები სიხარულით აღავსო.
პირველკლასელებმა ასფალტი ფერადი ცარცებით მოხატეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობაში ისინი დიდი სიხარულით, ენთუზიაზმითა და მონდომებით მონაწილეობდნენ. სახალისო გაკვეთილმა მათ მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, ბავშვებს ყოველთვის საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: