ჯანდარას საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ
16-10-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით საინტერესო ადგილებს სტუმრობენ და ცოდნას მრავალმხრივ იმაღლებენ. 

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეები გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ. ბავშვებმა მუზეუმში ექსპონატები დაათვალიერეს და მათ შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.

მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა მუზეუმში განთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო იარაღები, სამკაულები და მონეტები. ისინი აღნიშნულ ნივთებს დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ.

მოსწავლეებისთვის ეს გასვლით-შემეცნებითი აქტივობა საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. ისინი სკოლაში შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203