წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ მაია მესხი აირჩია
16-10-2023

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა, სამეურვეო საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ხელმძღვანელად მაია მესხი აირჩია. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საარჩევნო პროცესი ობიექტურად ჩატარდა და სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა.  

სამეურვეო საბჭომ, დირექტორი ხმათა უმრავლესობით, 6 წლის ვადით აირჩია.

კოლექტივი ერთხმად ულოცავს სკოლის ხელმძღვანელს არჩევნებში გამარჯვებას და სკოლის მართვაში წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203