
სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამიტომ, ისინი 15 სექტემბერს ბავშვებს სკოლაში დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ.
მათ დერეფნები და საკლასო ოთახები სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და დეკორაციებით მორთეს, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
სკოლაში ჟრიამული და ემოციების ზღვა იყო, რამაც მოსწავლე-მასწავლებლები მოიცვა.
„ყველა კუთხე-კუნჭული მათთვის მოვრთეთ, ვეცადეთ, რომ მათთვის ახალი სასწავლო წლის დასაწყისი გაგველამაზებინა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დასაწყისი მიულოცეს, მათ ბევრი წარმატება უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: