„My Favourite Animal“ - თბილისის N174 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი
16-10-2023

თბილისის N174 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდისა და გაკვეთილების გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-6 და მე-6 კლასებში პროგრამული გაკვეთილიდან გამომდინარე ინგლისურენოვანი პროექტი - „My Favourite Animal“ ჩატარდა.

ბავშვებმა პროექტის ფარგლებში, მათთვის საყვარელ ცხოველებზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და კედლის გაზეთი შექმნეს.

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მთავარი იდეა იყო, მოსწავლეებს შეესწავლათ და მოიპოვებინათ ინფორმაციები მათთვის საყვარელ ცხოველებზე, მათ საცხოვრებელ პირობებზე, ცხოვრების ნირსა და თავისებურებებზე.

პროექტის აქტუალობა კი გამომდინარეობდა იქიდან, რომ მან მოსწავლეებს განუვითარა დამოუკიდებლად კვლევა-ძიების, ანალიზის, სინთეზის უნარ-ჩვევები.

პროექტი ასევე მიზნად ისახავდა, მოსწავლეებს შეძლებოდათ ინტერნეტის საშუალებით მოეძიებინათ ინფორმაცია გარეულ ცხოველებზე, გაცნობოდნენ მათ თავისებურებებს, გაემდიდრებინათ ლექსიკური მარაგი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203