ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ შეჯიბერებებში აქტიურად და ხალისით მონაწილეობენ 
16-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ. 

ამჯერად, ისინი კუმურდოს გუნდს ფეხბურთში, ხოლო ჩუნჩხის გუნდს რაგბის თამაშში შეეჯიბრნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები, გუნდურობა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

შეჯიბრება ასევე ჩუნჩხის სკოლის ბავშვებს შორის ფრენბურთში ჩატარდა, სადაც მათ დრო ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203