
12 ოქტომბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნები წესების სრული დაცვით წარიმართა. მოსწავლეები პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა გამოავლინეს და სასურველი კანდიდატი ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
მერჯევის საჯარო სკოლა წარმატებებს და ნაყოფიერ მუშაობას უსურვებს ახლადარჩეულ თვითმმართველობას.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.