დაუვიწყარი ემოციები და საზეიმო ღონისძიება ჩუნჩხის საჯარო სკოლაში
16-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. სკოლაში მუდამ ცდილობენ, მათ სასწავლო გარემო დღესასწაულად უქციონ.

სწორედ, ამიტომ 15 სექტემბერს სკოლაში მოსწავლეებს დირექცია და პედაგოგები დიდი სიხარულით შეხვდნენ.

მათთვის საკლასო ოთახები ლამაზად მორთეს და არდადეგებიდან დაბრუნებულ ბავშვებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ასევე ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

სკოლაში ბევრი ემოცია და სიხარული სუფევდა, რამაც იქ მყოფი თითოეული ადამიანი მოიცვა.

დღე საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203