ძველი ქანდის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ ილიაევმა izrune.ge-ს პირველი ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. ისინი მამოტივირებელ ტესტებს დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით წარმატებით ასრულებენ. ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე მეოთხეკლასელი მარიამ ილიაევია. ის საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში დიდი მონდომებით ჩაერთო, შესაძლებლობები გამოავლინა და პირველი ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: