წყრუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი სომეხი მწერლის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს 
16-10-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარების, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სომეხი მწერალის ლირიკოსისა და სახალხო აქტივისტის - ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეები მუზეუმში მომზადებულები მივიდნენ - მათ მწერლის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს.

ბავშვებმა მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს, მისი შემოქმედებიდან საინტერესო ნაწყვეტები გაიხსენეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.

აღნიშნული გასვლითი აქტივობა მოსწავლეებში მწერლის შემოქმედების კიდევ უფრო კარგად გაცნობას ისახავდა მიზნად.

მუზეუმში სტუმრობის გარდა, ბავშვები ასევე საღამოს ტბაზე იმყოფებოდნენ, რომლის სილამაზითაც მოინუსხნენ.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი ექსკურსიები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ვიდეოები ბმული1  ბმული2 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203