
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, 1-ელ კლასში გაკვეთილი თემაზე - „ხილი“ ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი რუზანა რაისიანი.
პირველკლასელებმა ხილის სხვადასხვა სახეობა დაასახელეს და დაახარისხეს. მათ თვალებახვეულებს უნდა გამოეცნოთ თუ რომელ ხილს აწვდიდათ პედაგოგი.
ბავშვებმა ასევე ისაუბრეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხილის მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის. აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივაციის ამაღლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
იხილეთ ფოტოები: