ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ნახატების კონკურსისა და ვიქტორინის გამარჯვებული გახდა
16-10-2023

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გადამფრენ ფრინველთა დაკვირვების ფესტივალში“, გამარჯვება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის პირველ ნახევარში, ზაურ ჩანტლაძის სახელობის „გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის“, ფარგლებში  ერთი დღე დაეთმო საკონკურსო ნახატების გამოფენა-გაყიდვას და ექსკურსიას ქობულეთის ჭარბტენიანი ლანდშაფტის დაცულ ტერიტორიებზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ხელმძღვანელის - ნინო ჩანტლაძის ინიციატივით, მოსწავლეებმა დაათვალიერეს დაცული ტერიტორია, ალიონზე აკვირდებოდნენ ფრინველების გადაადგილებას, საინფორმაციო შეხვედრა-ლექცია გაიმართა დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში, აქვე, გაიმართა ნახატების გამოფენა გაყიდვა; ღონისძიების დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა ვიქტორინას და მოსწავლეთა დაჯილდოებას.   

აღნიშნულ პროექტში, რესპუბლიკის სხვა სკოლებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები; 15 მოსწავლისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა პირველი ადგილი აიღო როგორც ნახატების შექმნაში, ასევე ვიქტორინაში.

სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს გუნდის შემადგენლობას: მე-10 კლასის მოსწავლე - მარიამ დუმბაძე, მე-7კლასის მოსწავლები: ანანო ქათამაძე, გიორგი ჭაღალიძე, ანასტასია დავითაძე, ლიზი დუმბაძე და მე-8 კლასის მოსწავლე - ანა დუმბაძე.

გუნდის ხელმძღვანელი კი პედაგოგი - იზოლდა ხოზრევანიძე გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით.

სკოლის დირექცია გამარჯვებას ულოცავს მოსწავლეებსა და გუნდის ხელმძღვანელს, მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203