თბილისის N132 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წარმატებით ჩატარდა
16-10-2023
13 ოქტომბერს, თბილისის N132 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნებში მონაწილეობდნენ მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, რომელთაც თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით აირჩიეს მოსწავლეთა თვითმმართველობა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N132 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დემოკრატიულ ღირებულებებს ასწავლიან, შესაბამისად ბავშვები თვითმმართველობის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ.
„მოსწავლეებთან ჩატარდა საუბრები თვითმმართველობისა და, მათ შორის, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. სასკოლო საზოგადოების მიზანია, არა მარტო სკოლის თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა, არამედ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარებაც“,- გვეუბნებიან სკოლაში.
ამ კვირის განმავლობაში შედგება საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი გაერთიანებული სხდომები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს