
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა - გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - მამუკა ჩხეტიანმა პორტაბელური კომპიუტერები გადასცეს.
აღნიშნული ჯილდო ორ მოსწავლეს - ლანა კუხიანიძესა და ნინო ღურჭუმალიძეს ერგოთ.
სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ყოველთვის ეცადეთ გააკეთოთ იმაზე მეტი ვიდრე შეგიძლიათ. არასდროს გაჩერდეთ მიღწეულზე მიღებული ცოდნა უნდა „შეუშვათ“ სულში, უნდა „დაასახლოთ“ გულსა და გონებაში. რაც მთავარია, დაიწყოთ დაგროვებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება. პირველი ნაბიჯი პიროვნული ზრდის გეგმის შემუშავებაში არის იმაზე ფიქრი, თუ რა გსურთ ნამდვილად - რა შედეგების მიღწევა გსურთ? რა არის საბოლოოდ სასურველი შედეგი თქვენთვის? თქვენ უნდა დააზუსტოთ, რას ემსახურება თქვენი პირადი ზრდა და განვითარება. ყველას აქვს ძალა შეცვალოს თავისი ცხოვრება. გახადოს ისეთი, როგორც თითონ მიაჩნია საუკეთესო ვერსიად. სწორი სტრატეგია, სწორი გეგმა ზუსტად იმ სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ, როგორიც არის მისაღები თქვენთვის. ტყაჩირის საჯარო სკოლა გილოცავთ წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ საბაზო საფეხურის წარმატებულ კურსდამთავრებულებს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ურიგდებათ. პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგელბობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: