ბაისუბნის საჯარო სკოლის გუნდმა მუნიციპალურ ინტელექტუალურ შეჯიბრში მესამე ადგილი მოიპოვა
16-10-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ კონკურსში მე-3 ადგილი დაიკავა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 15 ოქტომბერს ლაგოდეხის პირველ საჯარო სკოლაში,  პროექტ EU4 Georgia მხარდაჭერით „ევროპის დღის“ ფარგლებში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“. 

პროექტი მიმდინარეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და მასში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. 

თითოეული სკოლიდან წარდგენილი იყო გუნდი, ექვსი მოსწავლის შემადგენლობით. 

პროექტის გამარჯვებული გუნდები გახდნენ:

I ადგილი - ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლა;

II ადგილი - ლაგოდეხის N1  საჯარო სკოლა;

III ადგილი - ბაისუბნის საჯარო სკოლა.

სკოლაში ამაყობენ მიღწეული შედეგით და მოსწავლეებს წინსვლას უსურვებენ, წარმატებულ მოსწავლეებს განსაკუთრებით დირექტორი ზაზა მუმლაძე ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203