
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში დირექცია და პედაგოგები პირველკლასელებს დიდი ჟრიამულით, სიხარულით შეხვდნენ.
პედაგოგმა, ნინო გოგიაშვილმა ბავშვებს სწავლის დაწყება ზეიმად უქცია. მათთვის საკლასო ოთახი ლამაზად მორთო, რამაც მოსწავლეთა მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
დირექციამ და მასწავლებელმა მათ სწავლის დაწყება მიულოცეს და ბედნიერი სასწავლო წელი უსურვეს.
„ჩვენ ავახმაურეთ მშობლიური სკოლის
ჩაჩუმებულ დერეფნები!
სინათლით ავავსეთ ბინდმოძალებული საკლასო ოთახები, სიყვარულით
მივაყურადეთ
სანუკვარი ცაცხვის
ტოტებქვეშ საამოდ მოჩურჩულე „ადგილის დედას“ და ცას მივაწვდნეთ სიხარულის ამოძახილი: „დავბრუნდით!“ - სწორედ ასეთი შემართებით დაიწყო სასწავლო პროცესი სკოლაში.