
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ამჟამად, სკოლაში პროექტი - „კულტურული მრავალფეროვნება“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში განხორციელდა მინი პროექტი - „ადამიანი, ადამიანისთვის მზეა“.
მინი პროექტი მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავდა. გაიმართა ფილმის - „ებრაელები საქართველოში“ ჩვენება, მოეწყო ექსკურსია სოფელ ლაილაში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სოფელ ლაილაში მცხოვრები ებრაელების, სომხების და ბერძნების შესახებ, მოინახულეს სინაგოგა, ებრაელთა სასაფლაო, სომხური ეკლესია. ეწვივნენ ლალილაშის საჯარო სკოლას, დამეგობრების მიზნით, გაიმართა სპორტული შეჯიბრება სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
იხილეთ ფოტოები: