
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
12 ოქტომბერს, I კლასში საზეიმო გაკვეთილი „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა.
ღონისძიება მოეწყო ამავე სკოლისა და 1-ელი კლასის მშობლების მხარდაჭერით. ლამაზი დეკორაცია და შესაბამისი რესურსები ამშვენებდა სასწავლო პროცესს.
მასწავლებელმა - ინგა ველიჯანაშვილმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია.
„ამ დღეს პირველ კლასში უმშვენიერესი ანბანი შემობრძანდა, „დედაენა“ უპირველესია მთელ წიგნთა სამყაროში, იასავით სპეტაკია, ასეთი გამონათქვამებით გააცნო პედაგოგმა - ინგა ველიჯანაშვილმა მოსწავლეებს პირველი წიგნი - „დედაენა“, ესაუბრა პატარებს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე. ანახა ვიდეორგოლი - „იაკობ გოგებაშვილი“,- გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვებმა დედაენაზე, „აი ია“-ზე, იაკობ გოგებაშვილზე ხატოვნად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. გაეცნენ ორ ჯადოსნურ ასო-ბგერას „ი“ -ს და „ა“-ს, რითაც დაიწყებენ ქართული ანბანის შესწავლას..
„ვულოცავთ მათ ამ მშვენიერ დღეს და ვუსურვებთ სიყვარულით ევლოთ ცოდნის კაბადონებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: