შაუმიანის N3 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით წარიმართა
16-10-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნები ყველა წესის დაცვით, გამჭვირვალედ და სამართლიან გარემოში წარიმართა. მოსწავლეები პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მოწაფეებმა სასურველი კანდიდატი ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
სკოლაში არჩევნებზე საუბრობენ და მოსწავლეთა თვითმმართველობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
„მოსწავლეთა თვითმმართველობა არის სკოლის სტრუქტურული ერთეული, რომელიც იქმნება ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და სკოლის წესდების შესაბამისად. მოსწავლეები თვითმმართველობას დაწყებით და საშუალო დონეზე, თანასწორობის პრინციპით, დახურული ფარული კენჭისყრით, კლასების თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით ირჩევენ.
თვითმმართველობა კოლექტივის შეუცვლელი თვისებაა, ის არის არა მიზანი, არამედ განათლების საშუალება. ეს არის ლიდერობის უმაღლესი ფორმა სტუდენტურ გუნდში. თვითმმართველობაში მთავარია აქტივობები, რომლებიც მიმართულია გუნდის ცხოვრების გაუმჯობესებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს