გვიშტიბის საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილოვდა 
16-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდა. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი მოსწავლეებს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საზეიმოდ გადაეცათ. 

13 ოქტომბერს, მოსწავლეებს -  თაკო ჭოლოკავას, სოფო არევაძეს, დათო იობიძესა და ლუკა ჯალაღანია რუბანოვს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა, ქალაქის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილმა გადასცეს ლეპტოპები და წარმატებები უსურვეს სწავლების საშუალო საფეხურზე.

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203