
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში „შემოდგომის კვირეულის“ ფარგლებში საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა. პროექტში ჩართული იყო მთელი სკოლა. თითოეული კლასი კომისიის წინაშე წარსდგა თემატურად გამართული, მრავალფეროვანი აქტივობით.
კვირეული მეტად შთამბეჭდავად წარიმართა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გააცოცხლეს ძველი მივიწყებული ტრადიციები, წარმოდგენილი იყო შემოდგომა მთელი თავისი დიდებულებით.
შეხვდებოდით მოსავლის აღების სცენას, იყო ჩურჩხელების ამოვლების შესაძლებლობა, წარმოდგენილი იყო შემოდგომა საქართველოს კუთხეების მიხედვით, იქვე მაჭარი ბუყბუყებდა, იწურებოდა ღვინო, ისმოდა ტრადიციული ხალხური სიმღერები...
სკოლის დირექტორმა შეაჯამა კვირეული, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მშობლებს, კლასის ხელმძღვანელებს და შემდგომი წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: