„პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება და სიახლეებისადმი სწრაფვა“ - ნათია ჭიღლაძე, ჭიათურის N4 სკოლის პედაგოგი
16-10-2023

ნათია ჭიღლაძე ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მოტივირებული და მოსწავლეებზე შეყვარებული პედაგოგია. ის მუდმივად ცდილობს სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს. როგორც თავად გვიყვება, იმისთვის რომ პედაგოგი განვითარდეს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები - სწორედ ამ მიდგომითა და ბავშვებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით, ის მოსწავლეების საყვარელი მასწავლებელი და სკოლის წარმატებული პედაგოგია. 

Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნათია ჭიღლაძესთან.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- სასწავლო პროცესი გავხადო კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- მოტივირებული მოსწავლე და მისგან წამოსული დადებითი უკუკავშირი.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია....

- თავად მასწავლებელს უყვარდეს საგანი და მოსწავლე.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...

- დაფიქრდნენ, გაიაზრონ რასაც სწავლიბენ რაში გამოიყენონ.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...

- არის ყველანაირ რესურსზე ხელმისაწვდომობა.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...

- ასე შორს წავიდოდი პირადი განვითარების მხრივ.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...

- მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება და სიახლეებისადმი სწრაფვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203