საზეიმო ღონისძიება და მრავალფეროვანი სპორტული აქტივობები - საინტერესო სასწავლო პროცესი ქვენობნის საჯარო სკოლაში
16-10-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა კამპანიაში. 

მათ შორის, აღსანიშნავია სპორტული კვირეული, რომელშიც თითქმის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა, მოსწავლეები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ერთმანეთს ხალისით შეეჯიბრნენ. 

კვირეული ფარგლებში, სკოლაში საინტერესო და დაძაბული სპორტული ტურნირები მოეწყო, დაძაბული ბრძოლების შემდეგ, მონაწილეებმა, დაუვიწყარი მომენტების აღსაბეჭდად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. სასკოლო საზოგადოებამ, მათ წარმატება და წინსვლა უსურვა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღნიშვნასაც შეუერთდა. 

მოსწავლეებმა, ეს დღე ორიგინალურად და საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიება საკმაოდ ემოციური და მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული გახლდათ. მოსწავლეებმა, წაიკითხეს ლექსებიც.

წარმოდგენას მეტად შთამბეჭდავს მასწავლებლებისადმი მიძღვნილი მუსიკალური ჰანგები ხდიდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას, პედაგოგი - მარიამ გუდავაძე, მოსწავლეთა თვითმმართველობა და მისი ხელმძღვანელი - ლიანა რუსია, ხელმძღვანელობდნენ. 

„მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, წარმატებები და წინსვლა თითოეულ მათგანს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203