
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან, ამაში ლომის წილი კი პედაგოგ შორენა მურუსიძეს მიუძღვის. როგორც სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე აღნიშნავს, ის მოსწავლეებს ასწავლის არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნებს, არამედ ბუნების სიყვარულსა და გარემოზე მზრუნველობას. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ეზოს გალამაზებასა და მოვლა-პატრონობაზე ზრუნავს და მომავალი თაობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს.
ამ ყველაფრისთვის სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე პედაგოგს მადლობას უხდის.
„შორენა მასწავლებელი მარტო გეოგრაფია-ბიოლოგიას როდი ასწავლის მოსწავლეებს, ბუნებაზე ზრუნვას, მოვლა- პატრონობას შთააგონებს აღსაზრდელებს... ერთად ზრუნავენ სკოლის ეზოს გაწმენდა-დასუფთავებაზე. მადლობა შორენა მასწავლებელს ზრუნვისთვის...“,- აღნიშნავს დირექტორი ნანა ქარციძე.
იხილეთ ფოტოები: