ხიდრის საჯარო სკოლის X-XII კლასების მოსწავლეები უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ
13-10-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.

სწორედ ამ მიზნით, X-XII კლასების მოსწავლეები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. 

მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, უნივერსიტეტში დიდი დახვედრა მოუწყვეს, რის გამოც პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანს და ცენტრის ხელმძღვანელს, მამული ბუჭუხიშვილს მადლობას უხდიან.

„ძალიან დიდი მადლობა მსურს გადავუხადო პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანს და ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ მამული ბუჭუხიშვილს, შეუდარებელი მასპინძლობისათვის. იშვიათია თქვენნაირი გულისხმიერი და მომავალ თაობებზე ორიენტირებული ხელმძღვანელი. მხოლოდ ბავშვის უფლებათა ცენტრის და სხვადასხვა ფაკულტეტების საქმიანობის გაცნობით არ შემოიფარგლნენ ჩვენი მასპინძლები. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი, სახელოვანი და საამაყო უნივერსიტეტი სულ სხვა თვალით დაგვანახა ბატონმა იმერი ბასილაძემ. დიდი მადლობა, ბატონო იმერ, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესაშური სიცხადით წარმოდგენისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ შეხვედრის ღირსეულად წარმართვაში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის ავტორიტეტს - ეთერ პაპავას. სკოლა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ ადამიანს დიდ მადლობას მოახსენებს.

„შეუძლებელია, არ გავიხსენო ბატონი მამულის მიერ ქალბატონი მარი ვეფხვაძის მიმართ წარმოთქმული მადლიერების სიტყვები. მე თქვენით უსაზღვროდ ამაყი ვიყავი, რადგან ქალბატონი მარინას, ქალბატონი ვერა ოდიკაძის და ჩვენი სკოლის ავტორიტეტის - ეთერი პაპავას დამსახურებაა ამ აქტივობის წარმატებით განხორციელება. ძალიან მიყვარხართ და მეიმედებით. ვეცდები, ღირსეულად ვითანამშრომლო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ჩემს მოსწავლეებთან ერთად. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩემს აღსაზრდელებს და მათ მშობლებს, ჩვენი სკოლის საუკეთესოდ წარმოდგენისათვის“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში ვიზიტი აბიტურიენტებს სწორი პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203