კასუმლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით წარიმართა 
13-10-2023
10 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

არჩევნები ყველა წესის დაცვით, გამჭვირვალედ და სამართლიან გარემოში წარიმართა. მოსწავლეები პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

მოსწავლეებმა საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა გამოავლინეს და სასურველი კანდიდატი ფარული კენჭისყრით აირჩიეს. 

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203