
ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ბავშვებს პედაგოგები მრავალფეროვან და საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ, რაც მათ სწავლისადმი მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს.
ამჯერად, სკოლის III ბ კლასში მასწავლებელმა, მარიამ ღლონტმა ბავშვებს გაკვეთილი თემაზე - „წინაპრები“ ჩაუტარა.
აღნიშნულ თემაზე კლასში საინტერესო აქტივობები გაიმართა, რომელშიც მესამეკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მათ ისაუბრეს, თუ ვინ არიან მათი წინაპრები და რა მნიშვნელობა აქვს ამის ცოდნას.
„ჩვენი წინაპრები შორეულ წარსულში ცხოვრობდნენ. სახელი მშობლებმა შეგვირჩიეს, გვარი წინაპრებისაგან გადმოგვეცა! ჩვენ კი, დროის ხაზის დახმარებით, ვიმოგზაურეთ და გავიხსენეთ ჩვენი წინაპრები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: