ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ ევროპის ჩემპიონატზე კარატეში I ადგილი აიღო
14-05-2018
ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეების გამარჯვებას ზეიმობენ.
კერძოდ, კარატეში, ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთში გაიმართა, პირველი ადგილი ნოდარ ბერიძემ აიღო, ამავე სკოლის მოსწავლე ნუკრი ბერიძე კი მე-3 ადგილზე გავიდა.
სკოლა ქართველ ახალგაზრდა მებრძოლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას ულოცავს და მეტ გამარჯვებას უსურვებს.