ჯვარის N1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთა საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება
13-10-2023
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.
მოსწავლეებს პროფესიონალი პედაგოგები განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, ასეთი ღონისძიება მე-12 კლასში გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
პროექტის - „ჩვენი თაობის არჩევანი“ ფარგლებში, III სესია - „წიგნი ის ფანჯარაა, რომლიდანაც სული იმზირება“ გაიმართა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.