„სასურველია, სკოლებში მოსწავლეთა ფორმის შემოღება “ - ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო მძელური
13-10-2023

ნინო მძელური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის, პროფესიაზე შეყვარებული და მოსწავლეების განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელია. ის აღნიშნავს, რომ მასწავლებელი მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს და სწორედ ამ მოტივით, ცდილობს ისეთი სასწავლო გარემო შექმნას, სადაც ბავშვების ინტერესები იქნება უპირველესი.

პედაგოგი აღნიშნავს, რომ სიახლეების ძიება და მუდმივი მუშაობა პროფესიის გაღრმავებისთვის ის უწყვეტი პროცესია, რომელშიც მთელი მონდომებითაა ჩართული. ის ყოველთვის წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული - ამ შემართებით კი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში. 

Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნინო მძელურთან. 

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- იმ სიახლეების განათლების სფეროში, რომელსაც სამინისტრო იუწყება.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- წარმატებული მოსწავლე.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...

- მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით შესთავაზოს მრავალფეროვანი აქტივობები.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...

- ბევრი იკითხოს დამატებითი მასალა და გაიმდიდროს ცოდნა.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...

- სასურველია სკოლებში მოსწავლეთა ფორმის შემოღება.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...

- ასე შემიყვარდებოდა ჩემი პროფესია.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...

- სიახლეების ძიება, მუდმივი მუშაობა პროფესიის გაღრმავებისათვის კოლეგებთან ერთად. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203