ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
13-10-2023
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა „უფლებები საქართველოს“ ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრმა გამართა. მას უფროსი კლასების მოსწავლეები დაესწრნენ.

აღნიშნული შეხვედრა სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას. შეხვედრის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა კონსტანტინე ხიდურელმა მონაწილეებს ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ მიაწოდა, გააცნო გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მექანიზმები.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ბავშვთა უფლებებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, სექსუალურ შევიწროებასა და ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. ყურადღება გამახვილდა ქალთა გენდერული ნიშნით გამოწვეულ მკვლელობების გამომწვევ მიზეზებსა და საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ გენდერულ სტერეოტიპებზე.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, საზოგადოების პასუხისმგებლობაზე, ყურადღება გაამახვილეს ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანების დაცვისა და მათთვის ფსიქო-ემოციური რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის საჭიროებაზე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203