
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნებში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით, თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, მათთვის სასურველი კანდიდატები აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნები სკოლაში 29 სექტემბერს გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, არჩევნების ორგანიზებულად ჩატარება უზრუნველყო ამ მიზნით შექმნილმა საარჩევნო კომისიამ.
სკოლაში გამარჯვებულ კანდიდატებს ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ
„ვულოცავთ გამარჯვებულ კანდიდატებს! გვწამს, რომ მათი ინიციატივითა და ჩართულობით ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდება სასკოლო ცხოვრებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: