
ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი, რაც ბავშვებს სწავლისადმი ინტერესს კიდევ უფრო უღვივებს.
სწორედ ამიტომ, სკოლაში 15 სექტემბერს მოსწავლეებისთვის საზეიმო დახვედრა მოეწყო.
პედაგოგებმა და დირექციამ მათთვის საკლასო ოთახები სადღესასწაულოდ მორთეს, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი პირველკლასელთათვის იყოს, რომლებსაც სკოლაში დიდი სიყვარულით შეხვდნენ.
დირექცია და პედკოლექტივი მოსწავლეებს, ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ,
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ მოსწავლეებს, მშობლებს. გისურვებთ, წინსვლას, წარმატებასა და მრავალ გამარჯვებას. განსაკუთრებულად მივესალმებით პირველკლასელებს ჩვენს თბილ და მეგობრულ გარემოში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: