„ჩვენთან მულტისენსორული გაკვეთილები გრძელდება“ - ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს მონდომებით ასრულებენ
13-10-2023
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს მათზე მორგებულ აქტივობებს სთავაზობენ. ამიტომაც, სკოლაში მულტისენსორული გაკვეთილები გრძელდება. ამჯერად, მოსწავლეებმა მეორე კომპლექსური დავალება უნდა მოამზადონ, მისი თემა სიკეთე და ბოროტება იქნება.
აღსანიშნვია, რომ მსგავსი დავალებები მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოა.
„ჩვენთან მულტისენსორული გაკვეთილები გრძელდება. უკვე მეორე კომპლექსური დავებისთვის დავიწყეთ მზადება. შესანიშნავი თემა შემოგვთავაზეს სახელმძღვანელოს ავტორებმა. „სიკეთე და ბოროტება“ უნდა ვიკვლიოთ ზღაპრებში. პერსონაჟების ქმედებები აღვწეროთ და ვიმსჯელოთ მისაბაძები არიან თუ არა. ასე ნელ-ნელა ვცდილობ, გავაცნობიერებინო ჩემს პატარებს, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“,- გვეუბნება მოსწავლეთა პედაგოგი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს