ქუთაისის N36 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ხორცშესხმული ინიციატივა და მნიშვნელოვანი ცვლილება ქალაქის მოსწავლეებისთვის
ქუთაისის N36 საჯარო სკოლას ნიჭიერი, აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები ჰყავს.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების ინიციატივით, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. მოსწავლეთა ინიციატივით, ქუთაისში, სკოლის მოსწავლეები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ახალგაზრებს ამდენად საინტერესო და სასარგებლო იდეები აქვთ.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული ინიციატივა.
მადლობა - ელენე ქოქოსაძე, ია კაშია, ლელა გრძელიშვილი“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: