
ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები მერიის მიერ წამოწყებულ ინიციატივას - ქალაქის „ეკო სმარტ ქალაქად“ გარდაქმნას, შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივა - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, ფარგლებში მიმდინარე საგრანტო პროექტი „მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი“.
პორტფელის მიხედვით ხორციელდება მრავალსექტორული ინტერვენციები ქალაქის „ეკო სმარტ ქალაქად“ გარდაქმნის მისაღწევად.
მერიის განცხადებით, პროექტის საგანმანათლებლო კომპონენტის მიმართულებით გაიხსნა „ეკო ინოვაციების აკადემია“, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობას ხელს შეუწყობს პრაქტიკული უნარების განვითარებისა და ურბანული ინოვაციური სმარტ იდეების წახალისებაში.
ამ მიმართულებით, ქუთაისის მერიაში, ️პირველი ტრენინგ-კურსის - „ენერგოეფექტურობა და მწვანე შენობები“, პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგ-კურსში ჩართულნი არიან 13-16 წლის მოსწავლეები, პროექტი მოიცავს სამდღიან სემინარებს, რომელებიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბაზაზე იმართება და შეეხება ეკო სმარტ ქალაქების კონცეფციის და ენერგოეფექტურობის მნიშვნელობას.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების წახალისება საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეების გასაკეთებლად, მათი ინფორმირებულობა და მხარდაჭერა სხვადსხვა პროექტებში.
იხილეთ ფოტოები: