ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, სკოლამ შეხვედრას - „მასწავლებლები ერთმანეთის მხარდასაჭერად“, უმასპინძლა. მას ქუთაისისა და წყალტუბოს საჯარო სკოლების საგნისა და სპეციალური მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრის თემა, რომელიც თემა ინკლუზიური განათლების კათედრის ინიციატივით გაიმართა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იყო.
ღონისძიებას ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური განათლების მასწავლებელი, ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი გუნდის წევრი, ექსპერტი ინკლუზიური განათლების მიმართულებით - სოფიო ძიგრაშვილი უძღვებოდა.
როგორც სკოლაში ამბობენ, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
„დამსწრეთა რაოდენობის და დაინტერესების გათვალისწინებით, დაიგეგმა მორიგი მხარდამჭერი შეხვედრა ონლაინ პლატფორმა „თიმსის“ გამოყენებით. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს დაინტერესებისათვის და აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე:ბმული