ოთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღვაწლმოსილ პედაგოგ ცისანა ნემსაძეს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს
13-10-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში მასწავლებლების შრომას, მათ როლს ქვეყნის განვითარების საქმესა და ახალგაზრდების წარმატებული მომავლის ჩამოყალიბებაში, აფასებენ. 

სასკოლო საზოგადოება რომ იმ უდიდეს ღვაწლს ხედავს, რაც პედაგოგებს მოსწავლეები წინაშე მიუძღვით, ისიც მეტყველებს, რომ სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგ ცისანა ნემსაძეს მიულოცეს, რომელმაც ქვეყანას მრავალი ღირსეული თაობა აღუზარდა. 

მოსწავლეებმა მას ყვავილები მიართვეს და მადლობა გადაუხადეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203