იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ცინცაძემ, გუნდათან ერთად, ჰაკათონში დიდ წარმატებას მიაღწია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლას ნიჭიერი, მიზანდასახული და აქტიური მოსწავლები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან.
სწორედ ერთ-ერთი მათგანია მეცხრეკლასელი ნიკოლოზ ცინცაძე. ამჯერად, ის იმ გუნდის შემადგენლობაში იყო, რომელიც NASA Space APPS ჰაკათონში მონაწილეობდა. აქტივობა ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა
მასში სულ 5 გუნდი მონაწილეობდა, რომლებმაც საინტერესო პროექტები წარადგინეს. ნიკოლოზ ცინცაძის გუნდმა გაიმარჯვა, რითაც სკოლაში ამაყობენ და მოსწავლეს ულოცავენ.
„მინდა განსაკუთრებით გამოვყო ორი გამარჯვებული გუნდი - CosmoStars და EcoWeb - ეს წარმატება მხოლოდ დასაწყისია - არ შეანელოთ სვლა! გამარჯვებული გუნდის წევრია ნიკოლოზ ცინცაძე მე-9 კლასელი. იანეულის საჯარო სკოლა ულოცავს ნიკოლოზ ცინცაძეს NASA SPASE APPS ჰაკათონში გამარჯვებას და კიდევ უფრო მეტი წარმატებების იმედს ვიტოვებთ“,- ვკითხულობთ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: