ქუთაისის N23 და N32 საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
13-10-2023
ქუთაისის N23 და ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლების მოსწავლეები წარჩინებული სწავლისთვის პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მათ ლეპტოპები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ბასილაძემ და ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა გადასცეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. 

სკოლებში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203