
ქუთაისის N22 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივებისა და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში, ფიზიკის გაკვეთილზე ლაბორატორიული სამუშაო ჩატარდა. ბავშვებმა სხეულის მოცულობის განსაზღვრა ისწავლეს, ცდები ჩაატარეს, მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს, დასკვნები გამოიტანეს და ახალი უნარები შეიძინეს.
აღნიშნული გაკვეთილი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მეშვიდეკლასელთათვის. მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს, რამაც ბავშვებს სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან მათ ფიზიკა უყვართ და ცოდნას დიდი მონდომებით ეუფლებიან.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: