„მუდამ გეხაროთ თქვენი მოსწავლეების წინსვლითა და წარმატებით“ - ქუთაისის N20 სკოლის დირექცამ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა 
13-10-2023

ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. დირექცია მასწავლებლების ღვაწლს, რომელსაც ისინი მოსწავლეთა განათლებაში დებენ ყურადღების გარეშე არ ტოვებენ.

სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეც არ დარჩენილა ყურადღების მიღმა. ეს დღე დირექციამ პედაგოგებს დიდი სიყვარულით მიულოცა.

„ყველაზე საინტერესო, საჭირო, რთულ და საპასუხისმგებლო პროფესიის დღეს გილოცავთ! „სკოლის პედაგოგებს აქვთ ძალაუფლება, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ“ მუდამ გეხაროთ თქვენი მოსწავლეების წინსვლითა და წარმატებით!“,  - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203