ქუთაისის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი დიდი შემართებითა და ხალისით დაიწყეს
13-10-2023

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, პედაგოგმა, ინგა ლევიძემ პირველკლასელებთან მხიარული, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა. მან, ბავშვებს ანბანის შესწავლა დღესასწაულად უქცია და მათში ინტერესი გააღვივა. 

ბავშვები აქტივობებში დიდი სიხარულით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. გაკვეთილზე მათ ახალი უნარები შეიძინეს, ნასწავლი ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203