
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლის მიმართ დიდი ინტერესით არიან განმსჭვალულნი. ისინი სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამის ნათელი მაგალითი არიან სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები: ნასტასია კუჭავა, თეკლა ჩოგოვაძე, ანიტა იობიძე, მათე დარახველიძე, გიორგი ჯვარშეიშვილი, ტატო კოჩაძე, გიორგი ფხალაძე, ცოტნე კოტორეიშვილი, ელენე ლუხუტაშვილი და ანდრია კოსტავა.
მერვეკლასელებმა, რომელთა დამრიგებელიც ნათია ყანჩაველი გახლავთ, STEM-ის სკოლის მისაღები გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიანტები გახდნენ.
სკოლა მათით ამაყობს და ბევრ წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: