
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა კენჭოშვილი, რომელიც მუდამ სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნავს, დღეს იუბილარია. ხელმძღვანელი როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავს. სასკოლო საზოგადოება, მის მიმართ დიდი პატივისცემით არის განწყობილი.
ხელმძღვანელს მთელი პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს დაბადების დღეს.
მასწავლებლები მას უსურვებენ, რომ კიდევ ბევრი განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდოს ქვეყანას.
„გილოცავთ დაბადების დღეს, ყოველივე საუკეთესოს და ბედნიერ წელთა სიმრავლეს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: