
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცოხვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები ტარდება. სპორტის მასწავლებელი აჩი კინკნაველიძე მათ მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობს.
ამჯერად, ბავშვები სპორტის სხვადასხვა სახეობებში ერთმანეთს შეეჯიბრნენ და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ისინი აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა ხალისით მონაწილეობდნენ.
„ჩვენმა ყოჩაღმა მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს სახალისო აქტივობებით „ჩემპიონები აგრძელებენ თამაშს მანამ, სანამ არ მიიღებენ სწორ შედეგს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე