
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა და პედაგოგთა განწყობის ამაღლებას, მათი მოტივაციის გაზრდასა და მათთვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.
სკოლაში, ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო, იმ დღის ემოციები კი სასკოლო საზოგადოებას ჯერ კიდევ მოჰყვება, მოსწავლეთა და მასწავლებელთა შემართება და მოტივაცია ისეთივეა, როგოც 15 სექტემბერს.
სასკოლო საზოგადოებისთვის მოტივაციად იქცა, სასწავლო წლის პირველ დღეს, ადმინისტრაციის მილოცვა - „ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო და მშობლებო, გილოცავთ ახალ 2023-2024 სასწავლო წელს. ნაყოფიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ“.
ამაღლებული განწყობა, ხალისიანი მოსწავლეები, შედეგზე ორიენტირებული პედაგოგები და საინტერესო სასწავლო პროცესი - ასეთი განწყობა სუფევს დღნორისის საჯარო სკოლაში.